19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
„არ მგონია, დღეს მას საერთოდ რამის რესურსი ჰქონდეს" - ცქიტიშვილი ბესელიაზე საუბრობს

„არ მგონია, დღეს მას საერთოდ რამის რესურსი ჰქონდეს, არ ვიცი, საერთოდ რას გულისხმობს, ან რატომ აყენებს,“ -ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა უკვე ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხზე  ისაუბრა. დიმიტრი ცქიტიშვილისთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებები.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, დეპუტატი, რომელიც აქამდე მათთან ერთად იყო, ახლა შეურაცხყოფას აყენებთ.

„გუშინ კოლეგები იყვნენ, კმაყოფილი იყო ყველაფრით და დღეს აყენებს, არ ვიცი, არ მინდა, ზედმეტებში გადავიდნენ ჩემი კოლეგები. არ შეიძლება, ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც აქამდე იყო. ადამიანი, რომელიც გუშინ იყო ჩვენი გუნდის წევრი, დღეს ცდილობს, ყველა ჩვენგანს შეურაცხყოფა მოგვაყენოს. მე მგონი, ეს სწორი არ არის. მე მოვიაზრებ თავს 115 კაციან სამეგობროში, ვინ 5 კაცია, რომელიც მართავს პარლამენტს? მე ასეთი 5 კაცი არ მეგულება,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები