03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ფოთში გზის გადაკეტვას ხმაური და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ფოთში გზის გადაკეტვას ხმაური და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

გზა ერთი საათით ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა გადაკეტეს.

მათი თქმით, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და შენობაში ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ეს ოჯახები თვითნებურად არიან შესულები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფ შენობაში.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ისინი უკანონოდ სარგებლობდნენ ელექტროენერგიით, რის გამოც მიწოდება შეუწყდათ. 

დღის ამბები