28 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
პაკისტანი დატყვევებულ ინდოელ პილოტს ხვალ გაათავისუფლებს

პაკისტანი დატყვევებულ ინდოელ პილოტს ხვალ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იმრან ხანის თქმით, ეს იქნება სამშვიდობო ჟესტი და დემონსტრირება, რომ ისლამაბადს ვითარების დეესკალაცია სურს. ხანმა ინდოეთს მოლაპარაკებებისკენაც მოუწოდა.

პაკისტანმა ქაშმირის რეგიონში ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავი გუშინ ჩამოაგდო და პილოტი დააკავა. ინციდენტს კი წინ ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიშები უძღოდა. 

დღის ამბები