03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
აქცია გლდანის გამგეობასთან - ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო

ამ წუთებში ხმაურია გლდანის გამგეობასთან. აქციას ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოსთან გამგეობის ყოფილი თანამშრომლები და მოქალაქეები მართავენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი გამგებელს ნეპოტიზმში, ნაწილი კი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს.

გამგეობასთან აქციის მონაწილეებსა და დაცვის წევრებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რის გამოც გამგეობასთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მუნიციპალიტეტის შენობასთან ვითარებას ახლა უკვე სამართალდამცველები აკონტროლებენ.

გლდანის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათ გამოცდები ჩააბარეს, თუმცა ისინი მაინც დაითხოვეს, მუნიციპალიტეტში კი ის ადამიანები აგრძელებენ მუშაობას, რომლებმაც გამოცდების ჩაბარება ვერ მოახერხეს. 

რაც შეეხება გამგეობას, მუნიციპალიტეტი ამ დრომდე არ მუშაობს. მისაღები კარი დაკეტილია, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილი გამგებელთან დაგეგმილ შეხვედრას ვერ მართავს. 

 

 

 

 

დღის ამბები