ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა.
ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა, ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება.
მუსიკალურ საკრავებს რესტავრაცია ჩაუტარდა.