03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
აგრარული უნივერსიტეტის სასარგებლოდ სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა

აგრარული უნივერსიტეტის სასარგებლოდ სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს დაევალათ, აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება აღიარონ.

ცოდნის ფონდის წარმომადგენელის ვახტანგ ლეჟავას თქმით, ფონდის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიციები დადასტურებულია საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სამი აუდიტორიული კომპანიის მიერ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციების დადასტურება დაევალა, სამართლიანია.

ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და ვალდებულებების შესრულებას აღიარებს.

"საინვესტიციო ვალდებულებების შეფასებასთან დაკავშირებით იყო კითხვები და ჩვეულებრივ მიდიოდა გამოძიება. ამ ეტაპზე ალტერნატიული წყაროების მხრიდანაც დადასტურებულია შესრულება და დამტებითი ინვესტიციები არის გაკეთებული. ამიტომ იმის საფუძველს, რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს, მე ვერ ვხედავ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები