03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
მაშველები რიონიდან ორი ბავშვის გამოყვანას ცდილობენ

ქუთაისში მდინარე რიონიდან მაშველები ორი ბავშვის გამოყვანას ცდილობენ. ისინი მდინარეში ქვებზე დგანან და ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდები რიონში ქვებზე თამაშობდნენ, თუმცა იმ დროს წყლის დონე დაბალი იყო.

სამაშველო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფება.

დღის ამბები