03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
მაშველებმა მდინარე რიონიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს

ქუთაისში მდინარე რიონიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბავშვები მდინარის შუაში, ქვებზე იდგნენ და ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. 

თვითმხილველების ინფორმაციით, დილით რიონზე წყლის დონე დაბალი იყო და ბავშვები მდინარეში ქვებზე თამაშობდნენ. წყლის დონემ მოულოდნელად აიწია, რის გამოც ორი ბავშვი მდინარის შუა ნაწილში ქვებზე შემორჩა.

მაშველებმა მათი გამოყვანა სპეციალური აღჭურვილობით შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

დღის ამბები