17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
დეკანოზ მამალაძეს დღეს მისი ძმა მოინახულებს

მამა გიორგი მამალაძეს დღეს მისი ძმა მოინახულებს. სასულიერო პირი  ამ დრომდე მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დეკანოზი გუშინ ადვოკატმა მოინახულა. მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი დარწმუნებულია, რომ სამართალი მალე იზეიმებს და  მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.

უფლებადამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მღვდელმთავრები, რომლებმაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს, შეინარჩუნებენ პოზიციას, რომ მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო. მას მარჯვენა მხარე, კიდურები უმოქმედოდ აქვს. მეუფეებთან შეხვედრით კმაყოფილი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე მოისმინეს და ირწმუნეს ის სიმართლე, რასაც ჩვენ უკვე ორი წელია ვამტკიცებთ და ვიბრძვით,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები