03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
ვის უშლის ხელს ჭავჭავაძეზე 27/29 ნომერთან მდებარე ავტობუსის გაჩერება?

ბიზნესმენი დავით კოდუა თბილისის მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ავტობუსების ერთი გაჩერება რამდენიმე მეტრით გადასწიეს. 

კოდუას თქმით, ჭავჭავაძის გამზირის 29 ნომერში ავტობუსის გაჩერების გადატანა აქ მდებარე კომერციული ობიექტების ფუნქციონირებას შეაფერხებს.

კოდუას თქმით, გაჩერება სავაჭრო ცენტრში მოსულ მომხმარებელს პარკირებაში ხელს შეუშლის.

ბოლო 5 წელია, გაჩერება ჭავჭავაძის გამზირის 27/29 ნომერთან მდებარეობს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება წლების წინ დროებით იყო მიღებული.

კოდუას თქმით კი, მერიის ტრანსპორტის სამსახურში ცვლილებები მაღალი თანამდებობის პირის დახმარებით ხდება. ავტობუსის გაჩერების გაუქმების მოთხოვნით დღის ბოლოს ორივე მისამართის მცხოვრებლები მერიაში განცხადებას ხელახლა შეიტანენ.

დღის ამბები