03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულების მორიგი აქცია მთავრობის კანცელარიასთან

იპოთეკით დაზარალებულებმა მთავრობის კანცელარიასთან მორიგი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, დაინტერესდეს მათი პრობლემებით.

დაზარალებულების თქმით, მათ უკვე არაერთხელ მიმართეს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წერილობით, ასევე პირადად დეპუტატებს, მაგრამ პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლეს.

დაზარალებულები აქციების გამართვას კომერციულ ბანკებთანაც გეგმავენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები