არასამთავრობო ორგანოები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები არც დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, სადაც სავარაუდოდ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფების ერთადერთი სურვილია, რომ თქვას თითქოს კანონპროექტი მესამე სექტორის მონაწილეობით შეიმუშავა, რეალურად კი მათი არც ერთი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული.
„ჩვენი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ამ პროცესში არ ვიყავით დესტრუქციულები, პირიქით ვიყავით კონსტრუქციულები. ოღონდ ამავდროულად ვიყავით პრინციპულები. ჩვენი მოსაზრებები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმდინარე პროცესთან წერილობით წარდგენილი ჰქონდა ჯერ კიდევ პირველი ჯგუფის სამუშაო შეხვედრამდე და ჩვენ ვთვლით, რომ არსებობდა 5 პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი , რომელზეც შეთანხმების გარეშე ც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა შემდგომი ვიწრო დეტალების განხილვა. ჩვენ როცა ეს მოთხოვნები გვქონდა დაყენებული მისგან მივიღეთ პასუხი, რომ 4 -ს არ იზიარებს და მეხუთეს, არჩევის წესს, რომელიც ყველაზე პრინციპული საკითხი იყო თქვა, რომ ეს თემა დახურულია და ამის შეცვლას არ აპირებს. ამიტომ ჩვენს იმ ჯგუფში ყოფნას ექნებოდა ერთადერთი მისია, რომ ხელისუფლებას ეთქვა, რომ შექმნა კანონპროექტი არასამათავრობოების მონაწილეობით. ჩვენ არ გვინდოდა ასეთი როლის ნაწილი ვყოფილიყავით,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი