03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
აგრარული უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს სასამართლო დავა საბოლოოდ მოუგო

აგრარულ უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 1-წლიანი დავა დასრულებულია. უნივერსიტეტმა საქმე 2 ინსტანციაში მოიგო, რის შემდეგაც სამინისტროს ცოდნის ფონდის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების აღიარება მოუწევს.

კვირიკაშვილის უწყება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აღარ აპირებს. ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, აღიაროს, რომ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა უნივერსიტეტის განვითარებისთვის ინვესტიცია განახორციელა, თან იმაზე მეტი, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

უნივერსიტეტის ადვოკატს, კახა ბიბილაშვილს, საკუთარი პასუხები აქვს, თუ რატომ ჰქონდა ხელისუფლებას შეკითხვები განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
ადვოკატი განმარტავს, რომ "კახა ბენდუქიძის ღია დევნა ხდებოდა".

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება სასწავლო დაწესებულებას დაუპირისპირდა.

უნივერისტეტს ორი წლის წინ ავტორიზაცია შეუჩერდა, რომელიც სასწავლებელს აქციების ფონზე დაუბრუნდა.

აგრარულ უნივერსიტეტში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ ინვესტიციების განხორციელების დადასტურების გარდა, ეკონომიკის სამინისტროს სასამართლომ იმ ხარჯების ანაზღაურებაც დაავალა, რომელიც უნივერსიტეტმა დავის განმავლობაში გასწია.

 

 ავტორები: თეონა ცხომელიძე, გიორგი ცანავა, ნიკა ლეჟავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები