03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი - ანაკლიაში პრემიერს წითელი ბარათით დახვდნენ

პრემიერმინისტრმა დღეს სამეგრელოში რამდენიმე ახალი ობიექტი გახსნა და ბიზნესფორუმსაც დაესწრო. თუმცა, მთავრობის ხელმძრვანელის ვიზიტს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

ზუგდიდში მიმავალ ირაკლი ღარიბაშვილს ქუჩებში გადმოფენილი წითელი ნაჭრები ხვდებოდა.

ანალოგიური ვითარება იყო ანაკლიაშიც, სადაც ყველა შეჩერებულ მშენებლობა წითელი ბარათით იყო აღნიშნული.

ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას დღეს პრემიერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება არ მიეცა. ანაკლიაში ყველა ის ქუჩა გადაკეტილი იყო, სადაც ღარიბაშვილის ესკორტს უნდა გაევლო.

 

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ემა გოგოხია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები