03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
30-მეტრიანი პოდიუმი, ახალი ლოკაცია და ქართველი დიზაინერების ახალი ხედვები

30-მეტრიანი პოდიუმი, ახალი ლოკაცია და ქართველი დიზაინერების ახალი ხედვები. მოდის კვირეული უკვე მეთერთმეტედ ქართველ და უცხოელ სტუმრებს ახალ კოლექციებთან ერთად ექსპერიმენტებს და სიურპრიზებს უმზადებს.

ლექსო ახალკაციშვილმა პირველი კოლექცია რამდენიმე წლის წინ თბილისის მოდის კვირეულის დამწყები დიზაინერების კონკურსში წარადგინა.

ის ერთ-ერთია იმ 20-ზე მეტ დიზაინერს შორის, რომელიც 2016 წლის ზამთრის სეზონის მოდურ ტენდენციებს საზოგადოებას გააცნობს.

დიზაინერებს კოლექციების სასცენო იმიჯის საბოლო სრულყოფაში კომპანია ორიფლეიმი დაეხმარება.

ქართველი დიზაინერების უახლესი მოდური ტენდენციების და ახალი კოლექციების შესაფასებლად ჩვენებებს საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებთან ერთად ბაიერებიც დაესწრებიან.

ვოგის, ელ ოფიშელის, ბუროს და სხვა ცნობილი მოდური გამოცემების წარმომადგენლები მეთერტმეტე სეზონის სტუმრები იქნებიან.

ახალ სეზონს მოდის კვირეული განსხვავებული ლოკაციით ხვდება. ივერია ჯგუფის საღონისძიებო ფართი ამჯერად მხოლოდ ქართველ დიზაინერებს დაეთმობა.

ჰონდას ცენტრი მოდურ ღონისძიებას 16-19 აპრილს ჩათვლით წარმოგიდგენთ.

 

 ავტორები: სალომე ბენაშვილი, გიორგი კვიწინაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები