03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
„თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერობს შვედეთი, აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია საქართველო" - თეა წულუკიანი

საქართველო ღია მმართველობის მაჩვენებლით პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი 29-ე ადგილზეა.

აღნიშნული ინდექსი ქვეყანაში ინფორმაციის უფლების დაცულობის, გამოქვეყნებული კანონებისა და მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით დგინდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებით, აღნიშნული შედეგები ყველა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორების, სიპებისა და მედიის ძალისხმევის შედეგია.

„თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერობს შვედეთი, აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია საქართველო და უფრო მეტიც, საქართველო არის პირველ ადგილზე იმ სივრცეში, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღნიშნულ შედეგებთან დაკავშირებით ქართული ოცნება-რესპუბლიკელების თავმჯდომარის თინა ხიდაშელის თქმით, საქართველომ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას გაუსწრო.

ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული კოორდინატორის თქმით, გამოკითხვები საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ჩატარდა.

 

დღის ამბები