03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
კახეთში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა

კახეთში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მოზარდი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე საათით გაუჩინარდა.

ძებნის შემდეგ კი ძმამ და ბებიამ სახლის მიმდებარე სათავსოში იპოვეს. ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად კლასელებთან კონფლიქტი სახელდება.

ადგილობრივების თქმით, ბიჭს სკოლაში უთხრეს, რომ ის თითქოს ნაშვილები იყო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები