17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
გახარიას წერილზე ინფორმირებული იყო ეროვნული ბანკი - მამუკა ხაზარაძე დაკავებას არ გამორიცხავს

TBC ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მის დაპატიმრებას არ გამორიცხავს. ბიზნესმენი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ შს მინისტრის მუქარის წერილზე, რომელიც მან შუამავლის საშუალებით მიიღო ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო.

"გახარიას წერილზე ინფორმირებული იყო ეროვნული ბანკი, რომელიც ჩემგან გადადგომას ითხოვდა, არის თუ არ ეს შანტაჟი ეროვნული ბანკის მხრიდან?- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინტერვიუში, ბიზნესმენი მასა და შს მინისტრს შორის ბადრი ჯაფარიძის შუამავლობაზე არაფერს ამბობს, დეტალურად არც ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც თავად, ჯაფარიძე და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.

ხაზარაძე უარყოფს, ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეხვედრა ხაზარაძის ინიციატივით შედგა და ამბობს, რომ ამ თემაზე უფრო მეტს მომავალში ისაუბრებს.

ინტერვიუში, მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ცნობილ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომასაც იხსენებს. მისი განმარტებით, საუბარია სხდომაზე,  რომლის შემდეგაც დეპუტატები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან "UNICEF"-ის კვლევა განიხილეს.

ბიზნესმენისთვის ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე "ოცნების" ლიდერმა კვირიკაშვილი მის ლობირებაში დაადანაშაულა. ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს მიაჩნდა, რომ ის რუსთველის გამზირზე დემონსტრაციებსაც აფინანსებდა. TBC ბანკის დამფუძნებელი ამ ფაქტს აბსურდულს უწოდებს.

მამუკა ხაზარაძე მაია ცქიტიშვილსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ისეთი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტი, როგორიც ანაკლიაა, ადგილზე არასოდეს უნახავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები