03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ქობულეთში მცხოვრები 10-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ქობულეთში მცხოვრები 10-სულიანი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ივანიძეების 10-შვილიანი ოჯახი ქობულეთში სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს. დაზიანებულია ის სახლიც, რასაც ისინი უკვე 4 წელია, თავს აფარებენ.

ივანიძეებმა შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ქობულეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ 10-შვილიანი ოჯახის საკითხი აჭარის მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა განიხილოს.

 

ავტორები: თეა ვაშალომიძე, თათია ხორბალაძე, გოჩა კვაჭაძე.

დღის ამბები