03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
კლასელებს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად 11 წლის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო

11 წლის მოზარდმა თავი საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიკლა. ტრაგედია სოფელ ძველ ანაგაში მოხდა.

სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარებულ ბავშვს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სახლის ეზოში მდებარე სათავსოში ის მისმა ბებიამ და ძმამ იპოვეს. ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო.

მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით სოფელში ერთი ვერსია აქვთ, მას თანაკლასელებმა უთხრეს, თითქოს ნაშვილები იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის მიმდინარეობს.

სამართალდამცველები დაღუპული მოზარდის ახლობლებს, კლასელებს და პედაგოგებს კითხავენ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე, ია გულიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები