03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ანტიკორუფცია უკრაინულად ქართული სამზარეულოს რეცეპტის მიხედვით,"-უკრაინული მედია კორუფციასთან ბრძოლაზე წერს

ანტიკორუფცია უკრაინულად ქართული სამზარეულოს რეცეპტის მიხედვით. სტატიას ამ სათაურით უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" აქვეყნებს.

ავტორი უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს ადარებს და წერს, რომ კიევში ტელეკამერების წინ, მთავრობის სხდომაზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელების დაკავება კორუფციასთან ბრძოლის პირველი წარმატებული კამპანია გახდა.

ავტორი მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინას საქართველოს მაგალითზე კიდევ ორი პირობა აქვს შესასრულებელი: კორუმპირებული პირების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის უზრუნველყოფა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე და მათ წინააღმდეგ სისტემური ბრძოლისთვის მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის შექმა. სტატიის ავტორის შეფასებით, ამ მიმართულებით უკრაინა ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს, ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული გამოცდილების გათვალისწინება, რადგან რეფორმების დაწყების მომენტრში, 11 წლის წინ საქართველოც კორუმპირებული ქვეყანა იყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მას ბრძოლა გამოუცხადა და შეძლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ადეკვატური და წარმატებული მექანიზმის შექმნა.

სტატიის ბოლოს ჟურნალისტი წერს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ წინ აქვს კორუფციაზე გამარჯვების საკუთარი უნიკალური რეცეპტის შემუშავება, რასაც სწრაფი და ზუსტი მოქმედება სჭირდება.

"მხოლოდ ასეთი მუშაობის შემთხვევაში შეძლებს უკრაინა საკუთარი წარმატების ისტორიის დაწერას," - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

დღის ამბები