თარჯიმნები თბილისის ბიზნეს სახლის წინააღმდეგ - დაახლოებით 40 ადამიანი კომპანიისგან კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით დღეს აქციას გამართავს. თარჯიმნების მტკიცებით, უკვე რამდენიმე თვეა ხელფასი მათ არ მიუღიათ და არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს მიმართონ.
თარჯიმნებისთვის ასევე, გაუგებარია, როგორ ახერხებს თბილისის ბიზნეს სახლი სხვადასხვა ტენდერებში მუდმივად გამარჯვებას, როცა კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ ყველასთვის ცხადია.
„ჩვენ მივმართავთ ნებისმიერი კანონიერ ღონისძიებებს. ვგულისხმობ, აქციებს, გამოსვლებს, რათა მივიპყროთ საზოგადოების ფართო მასების ყურადღება. აგრეთვე, მივმართავთ სასამართლოს და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებთ, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული უწყებები არის დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მთარგმნელობითი მომსახურეობა და არანაირი ანაზღაურება ამისათვის არ აგვიღია,“- აცხადებს ერთ-ერთი თარჯიმანი ნაზი ბიძინაშვილი.