03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
"კუბოში მწოლიარე ბესოს მდგომარეობა ჯობია უდესიანის ასეთ დამალვას,"- ბესო ხარძიანის ოჯახის ახლობელი

"ნატო უდესიანი და მისი ძმა უსახო ადამიანები არიან,"- ამ განცხადებას  ბესო ხარძიანის ოჯახის ახლობელი ქეთევან დავლიანიძე აკეთებს. მას მიაჩნია, რომ  ხარძიანის მკვლელობაში უდესიანი ფიგურირებს. მოკლული ბიზნესმენის ახლობელი მთავრობასაც აკრიტიკებს.

"მინდა მივმართო მთავრობას-ამიტომ აგირჩიეთ, რომ ეს ნაცმოძრაობის თარეში კიდევ გაგრძელებულიყო? ხან ვაზგაშვილი ააფეთქეს გუშინ ბესო მოკლეს რა ხდება ეს? დღეს გამოდის ნატო უდესიანი ვიღაც უსახო ადამიანი, როგორც მისი ძმა ბესო ხარძიანი, რომელსაც მილიონები აქვს წაღებული და იმალება და სისულელეებს ლაპარაკობს.  კუბოში მწოლიარე ბესოს მდგომარეობა ჯობია უდესიანის ასეთ დამალვას,"- აცხადებს ჟუნრალისტებთან საუბრისას ქეთევან დავლიანიძე. 

შეგახსენებთ, რომ გია უდესიანი მოკლული ბიზნესმენის ახლობლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილად დაასახელეს.  გია უდესიანი საქართველოში არ იმყოფება.  ბრალდებების შესახებ მან საგანგებო განცხადება გააკეთა და ხარძიანები სიცრეში დაადანაშაულა. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი გუშინ მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით მას 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები