03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
დინამო არენაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში გერმანიის ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება. გუნდმა გუშინ დინამო არენაზე ივარჯიშა. დღეს დილიდან კი სტადიონი სპეციალისტებმა შეამოწმეს. 

დინამო არენაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მატჩზე დამსწრეთა მსურველების რაოდენობა დიდია, გაყიდულია ბილეთების დიდი ნაწილი, თუმცა მოქალაქეებს ამ დრომდე შეუძლიათ დარჩენილი ბილეთების ყიდვა დინამო არენას სტადიონზე. 

საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და გერმანიას შორის 20:00 საათზე დაიწყება, დინამო არენაზე მაყურებელთა შესვლა კი 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები