03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის სახლთან ფულით სავსე კუბო მიასვენეს [ფოტო]

ბიძინა ივანიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფულით სავსე კუბო მიიტანეს და ლარის პანაშვიდი გამართეს.

"22 წლიანი სიცოცხლის შემდეგ 2 წლიანი ავადმყოფობის შედეგად ლარი გარდაიცვალა," ,,ვიზიარებთ ყველას მწუხარებას ლარის უდროოდ გარდაცვალების გამო!“-ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გააპროტესტეს.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. როგორც ორგანიზაცია ,,აპრიორის“ წარმომადგენელი ბესო შენგელია აცხადებს, მასში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.

დღის ამბები