03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
"ნატო უდესიანს ვინმემ ასწავლოს, რა არის უდანაშაულობის პრეზუმფცია," - ბესო ხარძიანის და

"ნატო უდესიანს ვინმემ ასწავლოს, რა არის უდანაშაულობის პრეზუმფცია," - ეს განცხადება მაია ხარძიანმა, ნატო უდესიანის განცხადების საპასუხოდ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. 

მოკლული ბიზნესმენის და ნატო უდესიანთან დებატებისთვის მზად არის, თუმცა მანამდე დროს ითხოვს. 

"ქალბატონი ნატო აქამდე არაფერს ამბობდა ამ საქმეებზე, არც უდანაშაულობის პრეზუმფციაზე მაშინ, როდესაც შეიძლება ჩემი ძმის უფლებები ირღვეოდა. მაცადეთ, ქალბატონო ნატო, მე მზად ვარ თქვენთან დებატებისთვის, მოვალ თქვენთან შესახვედრად, ჩემი იარაღი სიმართლე იქნება, მანამდე კი მაცადეთ, ჩემი ძმა გავაპატიოსნო," - განაცხადა ჟუნრალისტებთან საუბრისას მოკლული ბიზნესმენის დამ მაია ხარძიანმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები