03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
კანადური თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავარდა - დაშავებულია 25 ადამიანი

25 ადამიანი დაშავდა კანადაში"ჰალიფაქსის" აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის შედეგად. კომპანია "ეარ კანადის" კუთვნილი ეარბას 320, რომელიც ტორონტოდან მიფრინავდა, დაშვების დროს ბილიკიდან გადავიდა.

ბორტზე სულ 137 ადამიანი იმყოფებოდა.

ყველა მგზავრის ევაკუაცია დროულად მოხერხდა, თუმცა 25 მათგანი სამედიცინო შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად დიდთოვლობისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობა სახელდება.

ინციდენტის შემდეგ აეროპორტი დროებით დაიხურა.

 

 

 

 

 

დღის ამბები