03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ნუცუბიძეზე მცხოვრები დევნილები ფართობის დაკანონებას ითხოვენ

დევნილთა 54 ოჯახი ფართობის დაკანონებას ითხოვს. შესაბამისი მიმართვა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა ასოციაციამ "მშვიდობისთვის" უკვე გაუზავნა.

საუბარია ნუცუბიძის მეოთხე მიკრო-რაიონში ე.წ. "თბილბინჟინერმშენის" კორპუსში მცხოვრებ ოჯახებზე.

საცხოვრებელის დაკანონების გარდა, ისინი მიშენებებს, სახურავის შეკეთებასა და შენობაში გაზის შეყვანას ითხოვენ.

დევნილები ამბობენ, რომ ყოფილი მინისტრისგან ამის შესახებ მათ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა.

 

დღის ამბები