03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
"გადადგეს მთავრობა, თორემ შევცვლით," - თაკო ჩარკვიანი ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე

"გადადგეს მთავრობა, თორემ შევცვლით," - ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა დღეს ბესიკ ხარძიანის სახლთან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჩარკვიანის აზრით, ქვეყანაში მოქალაქეები დაცულები არ არიან და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს. 

"სასწრაფოდ უნდა გამოიცვალონ, უნდა წავიდნენ, თორემ შევცვლით. როგორც გირგვლიანის ამბებზე ვიდექი წვიმაში თუ ქარში, ასე დავდგები ახლაც ჩემს თბილისელებთან. სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ საქმე და გადადგეს მთავრობა," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები