03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
გერმანიის ნაკრების გულშემატკივრები ”დინამო არენასთან” იკრიბებიან

საქართველო-გერმანიის საფეხბურთო მატჩამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. ”დინამო არენასთან” კი გულშემატკივრები იკრიბებიან. მათ შორის არიან გერმანელთა ქომაგებიც. 

მათი დიდი ნაწილი გერმანიიდან საქართველოში სწორედ ამ მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდა ნაწილი კი თბილისში სამოგზაუროდ იმყოფება. 

ისინი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ გერმანია საქართველოსთან ქულებს არ დაკარგავს და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 

გერმანელი ფეხბურთელების გულშემატკივრები აცხადებენ, რომ ანგარიში 0:2 ან 1:2 იქნება. 

საქართველო-გერმანიის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები