ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრები -"ქართული ოცნების" მთავრობის ორი მინისტრი, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არასდროს შეცვლილა. რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა თანაგუნდელებს ულტიმატუმი წაუყენა. დღემდე იუსტიციის მინისტრს არ უთქვამს რა პრინციპული საკითხი იყო ისეთი, რომლის გამოც მინისტრის პოსტის დათმობაც კი უღირდა თუმცა ფაქტია, რომ მისი განცხადებიდან მალევე პრემიერმა თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტი თეა წულუკიანის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მოგვიანებით თავად თეა წულუკიანმაც განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა და ის არსად წასვლას არ აპირებს.
მინისტრთა კაბინეტში არსებული უთანხმოების მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. მათ შორის არის მოსაზრება, რომ თეა წულუკიანს უთანხმოება სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან კახი კახიშვილთან მოუვიდა.
ოპოზიციაში წულუკიანის გამარჯვების სხვა მიზეზებსაც ასახელებენ. ისინი იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ ურყეობას, მასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს შორის არსებულ ურთიერთობას უკავშირებენ.