დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები გაიზარდა - ცეცხლი 600 კვადრატული მეტრიდან უკვე 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მეხანძრე მაშველები მის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე 23 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
შემთხვევის შეწდეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკა "ლანცეტშია" გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ, საწყობს გაუჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.