03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
საქართველო-გერმანია 0:2-პირველი ტაიმი დასრულდა

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში საქართველოს ამარცხებს. პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კარში 2 გოლი გავიდა.

პირველი გოლი გიორგი ლორიას კარში 39-ე წუთზე მარიო გიოტცემ გაიტანა, რამდენიმე წუთში კი გიორგი ლორიას კარი თომას მიულერმა აიღო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე წუთზე საქართველოს ნაკრები ალეკო ამისულაშვილმა მიღებული ტრავმის გამო დატოვა. ამისულაშვილი ნაკრების გამოცდილი მოთამაშეა და ის საქართველოს ნაკრების დაცვაში უკვე წლებია თამაშობს. ამისულაშვილი ლაშა დვალმა შეცვალა. 

 

ავტორი - დავით ერაძე

დღის ამბები