03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
გინებიდან შეწყალებამდე - მამა ანთიმოზის გეგმები საერო ცხოვრებაში

მამა ანთიმოზი ამბობს, რომ შეწყალებას ყოველდღე ანთიმოზ ივერიელის ხატთან ითხოვს.

არქიმანდრიტი ანთიმოზი უკვე რამდენიმე დღეა პენსიაზე გასული სასულიერო პირია. შავი ბერისთვის არც წოდება და არც ანაფორა დაბრკოლებას არ წარმოადგენდა ისე მოქცეულიყო, რისთვისაც ჩვეულებრივ საერო პირებს მოძღვრები მძიმე სასჯელს აკისრებენ.

სასჯელი მასაც დაადეს და 40 დღით მღვდელმსახურება აუკრძალეს. მამა ანთიმოზმა დასჯილის სტატუსს პენსიონერის სტატუსი ამჯობინა, მიზეზი კი სოციალურ ქსელში ერთი გოგონას მიერ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ის საჯაროდ იგინება. 

გინება მამა ანთიმოზის აქილევსის ქუსლია. მის ირგვლივ ატეხილი პირველი სკანდალი 2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” მიერ გამართულ ელგებეტეს მხარდასაჭერ აქციას უკავშირდება. მაშინ არქიმანდრიტი ანტიაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ამ ინციდენტს მაშინ რამდენიმე სასამართლო პროცესი მოჰყვა, თუმცა ანთიმოზ ბიჩინაშვილს ბრალი არ დაუმტკიცდა. მის ძველ თუ ახალ ქმედებებზე საპატრიარქო ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. 

ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი 28 წელია შავი ბერია. გული წყდება, რომ საზოგადოებამ ის არა სასულიერო ცხოვრებით, არამედ სკანდალური ვიდეოებით გაიცნო.  

პენსიაზე გასული ბერი ორგანიზაცია ”17 მაისი” ჩამოყალიბებას გეგმავს და ამბობს, რომ პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

ავტორი - რუსუდან დათუკიშვილი

 

 

დღის ამბები