03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
გერმანიამ საქართველო 2:0 დაამარცხა

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში საქართველოს ნაკრები 2:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კარში 2 გოლი გავიდა.

პირველი გოლი საქართველოს კარში 39-ეწუთზე მარიო გიოტცემ გაიტანა, რამდენიმე წუთში კი გიორგი ლორიას კარი თომას მიულერმა აიღო. მეორე ტაიმში არც ერთი გუნდის კარში ბურთი არ გასულა.  

აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე წუთზე საქართველოს ნაკრები ალეკო ამისულაშვილმა მიღებული ტრამვის გამო დატოვა. ამისულაშვილი ნაკრების გამოცდილი მოთამაშეა და ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაცვაში უკვე წლებია თამაშობს. ამისულაშვილი ლაშა დვალმა შეცვალა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები