03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რესტავრაცია სრულდება - ექსკლუზიური კადრები

5-წლიანი რესტავრაციის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის კარი "პოსტსკრიპტუმის" კამერისთვის გაიღო.

სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ დარბაზს. სცენა მაღალი ხარისხის თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა. დამონტაჟდა მხატვრული განათების უახლესი სისტემა, გახმოვანების ახალი აპარატურა, გადიდდა საორკესტრო ორმო. უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მსოფლიოს წამყვან დარბაზებს ტოლს არ უდებს. მაყურებელთა სავარძლების განახლების პარალელურად, რესტავრაცია დარბაზის კედლებსა და ჭერსაც შეეხო. 

მოოქროვილი დეტალებით გამდიდრებული ჭერი, ბრტყელი მოხატულობის მიუხედავად, თავისებურ რელიეფურ სივრცეს ქმნის, რასაც ნოდარ ერგემლიძის ბროლის ჭაღი ავსებს. მიუხედავად იმისა, რომ სარემონტო სამუშაოების დროს დამტვერიანებისგან დასაცავად შეფუთულია, ჭაღი მაინც ბრწყინავს. მის ელვარებას მალე 240 000 ევროდ ღირებული როიალის ჟღერადობა შეავსებს. სცენას კი ოქროსფერი ხავერდის ფარდა დაფარავს.

ავტორი - თაკო მესხი

დღის ამბები