03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
იტალიაში გარდაცვლილ თამარ ტრაპაიძეს საქართველოში ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ

იტალიაში გარდაცვლილ თამარ ტრაპაიძეს საქართველოში ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მას სახელმწიფოს ხარჯებით გადმოასვენებენ.

31 წლის თამარ ტრაპაიძე ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა.

იგი ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა სახელდება, ექიმთან წასვლა კი იტალიური მედიის ცნობითვე, საბუთების არარსებობის გამო ვერ შეძლო. ამ მიზეზით ის სახლის პირობებში თავად მკურნალობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

დღის ამბები