03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
საფრანგეთში ჩამოვარდნილი ავიალაინერის დაღუპული მგზავრებიდან 78 ამოცნობილია

საფრანგეთში ჩამოვარდნილი ავიალაინერის დაღუპული მგზავრებიდან 78 უკვე ამოცნობილია. ექსპერტიზა მუშაობას განაგრძობს.

ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის მეორე პილოტის ანდრეას ლუბიცის ცხედარი, რომელმაც, გამოძების ინფორმაციით, თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო. გერმანული მედია კი აღმოჩენილი შავი ყუთის გაშიფრულ მასალებზე წერს, სადაც კარგად ისმის, როგორ უყვირის მთავარი პილოტი დახურულ კარს მიღმა მყოფ ანდრეას ლუბიცს და კარის გაღებას სთხოვს.

საფრანგეთის ალპებში გასულ კვირაში დატრიალებულ ტრაგედიას რომის პაპიც გამოეხმაურა. მან კათოლიკე მრევლს გარდაცვლილთათვის ლოცვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები