საქართველოს პრემიერმა მარნეულში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მამუკა ბახტაძე მარნეულში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ჩავიდა.
პრემიერმა ტრადიციულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დააგემოვნა ტკბილეული და ნოვრუზ ბაირამის მთავარი სიმბოლო კოცონიც თავად დაანთო.
„გილოცავთ, გაზაფხული შემობრძანებას, გილოცავთ ახალი სიცოცხლის შემობრძანებას. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში. ჩვენი სიძლიერე მუდამ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოს შვილები გვერდიგვერდ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“- მიმართა პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს.
ნოვრუზ ბაირამს ერთმანეთს და საქართველოს მოქალაქეებს ულოცავენ მარნეულის მკვიდრი მუსლიმები. მათი თქმით, იმედი აქვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს საქართველო და ნოვრუზ ბაირმას მთელი ქვეყანა ერთად აღნიშნავს.