03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - რა მდგომარეობაა რეგიონში?

ძლიერმა ქარმა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზარალებულთა შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. ძლიერმა ქარმა ქუჩებში ხეებიც წააქცია.

ზუგდიდში პირველი საშუალო სკოლის იფრასტრუქტურის დაზიანების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა სამი საჯარო სკოლა დააზიანა. სტიქიამ ზუგდიდის პირველ, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლებს სახურავები გადახადა, რის გამოც აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. 



დღის ამბები