03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ახალი რეგულაციები ცხოველებისთვის - განხეთქილება საკრებულოში

ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე კიდევ ერთი განმარტება გაკეთდა თბილისის საკრებულოში. გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელი გადაჭარბებულს უწოდებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეფასებებს და ამბობს, რომ რეგულაციები ევროსაბჭოს კონვენციას შეესაბამება. 

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი აცხადებს, რომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მისივე განცხადებით, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა და ახალი რეგულაციების კიდევ ერთხელ განხილვა. 

საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით თბილისის მთავრობა ცხოველთა მეპატრონეებს დამატებით პრობლემებს უქმნის და ქუჩაში უპატრონო ძაღლთა რაოდენობა უფრო გაიზრდება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებულ ახალ რეგულაციებს მხარს არ დაუჭერენ. 

 

 



დღის ამბები