03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
სამეგრელოში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

წალენჯიხის რაიონის მაზანდარას დასახლების სტადიონზე 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გულის უკმარისობით ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა ფეხბურთის თამაშის დროს მოხდა. მოზარდი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის წვერები ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდნენ. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველების მოთხოვნით, გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მიცვალებულს კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი დათვალიერებით, მას თრომბი განუვითარდა.

ცნობილი გახდა, რომ მოზარდს 3-4 წლის ასაკში გულის უკმარისობის პრობლემები ჰქონდა. მას ოჯახმა შესაბამისი მკურნალობაც ჩაუტარა.  

დღის ამბები