03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ჯანყარაშვილის ადვოკატის პასუხი - რას უკავშირებს დიმიტრი გაბუნია ხარძიანის საქმეზე ჯანყარაშვილის გვარის ხსენებას?

"ეს არის ზვიად ჯანყარაშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია,"- აცხადებენ ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივნის და პრემიერ-მინისტრის ნათესავის ადვოკატები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს საკითხი სადღაც დაიგეგმა.

ადვოკატები მიმართავენ ირაკლი კორძაიას უმოკლეს ვადაში წარადგინოს მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხი გამოძიების და სასამართლოს განსახილველი გახდება.

"არ შეიძლება ადამიანს დანაშაული დააბრალო, მით უმეტს, ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც არის ადამიანის მკვლელობა," - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ჯანყარაშვილს ბესიკ ხარძაინის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და მიმართავენ საზოგადებას, თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, სასწრაფოდ წარმოადგინოს ის.

შეგახსენებთ, რომ ჯანყარაშვილის სახელი ამ საქმესთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხარდამჭერმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა პრესმდივანმა ირაკლი კორძაიამ მკვლელობის დღეს ახსენა.

დღის ამბები