03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
„მოუთმენლად ველი, როდის შეიტანენ სარჩელს ჩემ წინააღმდეგ,” - ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილის ადვოკატს მიმართავს

ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილის თემაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ფაქტების გასაჯაროებას არ აპირებს. ის მისთვის არსებულ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

კორძაია მიიჩნევს, რომ ჯანყარაშვილი და უდესიანი მის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.

„მე ველოდი, რომ ისინი შეთანხმდებოდნენ ცალ-ცალკე ჩემზე დასარტყმელად. ერთადერთი რჩევა მაქვს - მათ ძალიან უყვართ ფული, დაზოგონ ფინანსები და საერთო ადვოკატები აიყვანონ. მოუთმენლად ველი, როდის შეიტანენ სარჩელს ჩემ წინააღმდეგ.

ქართული ოცნების მხარდამჭერს დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით ჯანყარაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

„კომპარტიის გარდამავალ დროშასავით ხელიდან ხელში ნუ გადავა,” - ასეთ რჩევას აძლევს ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატს დიმიტრი გაბუნიას ირაკლი კორძაია.

შეგახსენებთ, რომ ჯანყარაშვილის სახელი ბესიკ ხარძიანთან საერთო ბიზნეს-ინტერესების შესახებ ქართული ოცნების მხარდამჭერმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილმა პრესმდივანმა ირაკლი კორძაიამ მკვლელობის დღეს ახსენა.

დღის ამბები