03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი და ყვირილი - მოქალაქეები დევნილთა სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ

ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში. დევნილებმა საპროტესტო აქცია ზუგდიდის დევნილთა სამმართველოსთან გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირები შენობაში შეიჭრნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება მოახერხეს. 

მაშინ, როცა მოქალაქეები დევნილთა სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, ხელმძღვანელი შენობაში არ იმყოფებოდა, რის გამოც მოქალაქეებმა ზუგდიდის ცენტრში გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა დევნილებს ხელი სამართალდამცველებმა შეუშალეს. 

შეხლა-შემოხლის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანაში აქციის ერთ-ერთი მონაწილის ჩასმას, რამაც დევნილების გაღიზიანება გამოიწვია. სამართალდამცველებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან ასევე გაიყვანეს ის პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილეს დაუპირისპირდა.

აქციის მონაწილეები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, დევნილთა სამმართველომ მოქალაქეების ნაწილი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყო.

დევნილები სიის შეცვლას ითხოვენ და მთავრობას 2-დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისსა და ზუგდიდში პერმანენტული საპროტესტო აქციებით და შიმშილობით იმუქრებიან. 

დღის ამბები