03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
თურქული ლაინერიდან მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს - ფოტორეპორტაჟი

თურული ლაინერი, სადაც ბომბს ეძებენ, კასაბლანკაში დაჯდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი კასაბლანკის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა. 

ამ წუთებში ლაინერიდან მგზავრთა ევაკუაცია და მათი შემოწმება მიმდინარეობს. აეროპორტში იმყოფებიან სამართალდამცველები, კრიმინალისტები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. 

შეგახსენებთ, რომ განგაში თურქული ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავზე რამდენიმე საათის წინ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ბორტის ეკიპაჟმა ტუალეტში იპოვა ფურცელი წარწერით "ბომბი." 

ლაინერი სტამბოლიდან ბრაზილიაში მიფრინავდა, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მისი დაშვება კასაბლანკის აეროპორტში გადაწყდა. 

ბორტზე 250 ადამიანი იმყოფება. სამართალდამცველები ლაინერს სრულად შეამოწმებენ, იმ შემთხვევაში, თუ ლაინერზე ასაფეთქებელი საშუალება არ აღმოჩნდება, მგზავრებს სან-პაულუში ამავე თვითმფრინავით გადაიყვანენ. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები