03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
ვიზების ლიბერალიზაციაზე პარლამენტში ორი ალტერნატიული კანონპროექტი შევიდა

იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი რეკომენდაციებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავმჯდომარის ეკა გიგაურის განმარტებით, მათი მოდელით უცხოელები შეძლებენ საიმიგრაციო ვიზის საქართველოს ტერიტორიაზე აღებისთანავე სავიზო განაცხადის და სტანდარტული დოკუმენტაციის ვიზის გამცემი ორგანოებისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნას. მუდმივი ბინადრობის მიღება კი შეეძლებათ იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში 150 000 ლარის უძრავ ქონებას შეიძენენ.

გიგაურის საკანონმდებლო ინიციატივის პარალელურად, პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც იხილავს. მომავალ კვირაში კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

ავტორები: ნატა მახვილაძე, გიორგი კვიწინაძე.

დღის ამბები