03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ვარსკვლავური შემადგენლობა ბათუმის ჯაზფესტივალზე

ბათუმის მე-9 ჯაზფესტივალზე ლეგენდარულ მუსიკოსებს ელოდებიან.

მასშტაბური შოუ და ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა შავი ზღვისპირა ქალაქში - ბათუმში ქართველი მსმენელები სნუპ დოგს, ლიზა სტენსფილდსა და ლი ვარფილდსაც მოუსმენენ.

ამერიკული რეპის ლეგენდამ მეთორმეტე ალბომზე მუშაობა ფარელ უილიამსის პროდიუსერობით რამდენიმე თვის წინ დაასრულა და ლაივკონცერტების ტური ევროპის მიმართულებით დაიწყო.

ვარსკვლავის ტურნეში შავი ზღვისპირეთი და ბათუმი მოხვდა.

გრემის 16-გზის ნომინანტი და 30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომის ავტორი ამჯერად ქართველ მსმენელს მიესალმება.

სრულიად განსხვავებული ჟანრის ინგლისელი ვარსკვლავიც შავი ზღვის ჯაზფესტივალ 2015-ის სტუმარი იქნება.

ლი ვარფილდი კიდევ ერთი ვოკალისტი ქალია წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში.
2014 წელს ჩაშლილი კონცერტის სანცვლოდ, პრინცის ფავორიტი არენდბის და სოულის ახალგაზრდა ვარსკვლავი საქართველოში ახალი ალბომით ჩამოდის.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს კი ლეგენდარული George Clinton Parliament Funkadelic გახსნის.

23-დან 26 ივლისის ჩათვლით, შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულებს ელოდება.

ავტორები: სალომე ბენაშვილი, მამუკა ჯინჭარაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები