პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პრეზიდენტთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობაც გაიხსნა. რესტავრაცია ჩაუტარდა და პირვანდელი დაუბრუნდა ისტორიული შენობის უნიკალურ კედელსა და ჭერის მხატვრობას, ისევე როგორც უნიკალურ ჭაღს. გარდა ამისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები. პრემიერი და პრეზიდენტი პრემიერასაც დაესწრნენ.