03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
ბესო ხარძიანის მეგობრები მომხდარს შეკვეთილ მკვლელობად აფასებენ

მარაბდის 25-ში გვიან ღამემდე მიდიოდნენ ხარძიანების ოჯახის ახლობლები და მეგობრები. მოკლული ბიზნესმენის მეგობრები შაბათს მომხდარ ფაქტს შეკვეთილ მკვლელობად აფასებენ და გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, კუს ტბის საკითხის გარდა, ხარძიანს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.  

მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებით კმაყოფილია ადვოკატი. მისი თქმით ,გამოძიებამ უკვე დაასრულა ადგილის დათვალიერება და ამოღებულია ის ნივთმტკიცებები, რომელიც რაიმე ფორმით შესაძლოა კავშირში იყო მკვლელობასთან.

სამძიმარზე ხარძიანების ოჯახში იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდოამრეც.

დღის ამბები